თარიღი    დრო

ეს იყო ხუმრობა, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა - სალომე ზურაბიშვილი ბუნიათიშვილის პოსტერზე

საქართველო, თბილისი - 16:35 11.17.2018 194

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება მის პოსტს ფეისბუქზე, სადაც პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის - "48 საათი საქართველოში" პოსტერი გააზიარა და მადლობა გადაუხადა. ეს პოსტი მისი გვერდიდან რამდენიმე წუთში გაქრა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ იხუმრა.

მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამის შესახებ საქართველოს  პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა.

 მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

"თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.


 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%