ზნეობრივი ნიურნბერგი უნდა მოხდეს, მე არ ვამბობ, რომ უნდა დევნო, მაგრამ ზნეობრივი ნიურნბერგი უნდა მოხდეს, რომ შეფასდეს მოვლენა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა.
მისი შეფასებით, რაც ხდებოდა ცხრა წელიწადში იყო რაღაც ანთროპოლოგიური კატასტროფა. „როცა ჰიპერთროპირებული ეტაპიზმი, სახელმწიფო რომ ხდება მთავარი და ადამიანი არაფერი, წამებები, მკვლელობები, საშინელებები ხდებოდა და როგორ შეიძლება ეს დაივიწყო. შეუძლებელია ამის დავიწყება, არათუ არ უნდა დავიწყო, არის ვალდებულება შენი რომ სულ გახსოვდეს, რომ იგივე არ გაიმეორო და ამას მისცე ზნეობრივი შეფასება“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე არ მოდის დასაბალანსებლად, არც მალავს თვითონ რისთვის მოდის „მოდის იმისთვის რომ გზა გაუკაფოს ისევ ნაციონალურ მოძრაობას და ნაციონალური მოძრაობა არაფერს არ აბალანსებს“.
„რას ჰქვია, რაღა დროს ცხრა წელია, გერმანიამ რომ დაივიწყოს ის ფაშიზმი, ან რაც პუტინის რუსეთში ხდება. არ გაიხსენებენ და ისევ იგივე განმეორდება. აუცილებლად უნდა გაიხსენო ყველაფერი. მით უმეტეს ის ძალა ცდილობს, რასაც მე ვუყურებ, ბატონი ვაშაძე, ზოგი ამბობს, რომ დასაბალანსებლად მოდის, არ მოდის დასაბალანსებლად, არც მალავს თვითონ რისთვის მოდის, მოდის იმისთვის რომ გზა გაუკაფოს ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს არ აბალანსებს. მთლიანად მოწმინდეს ცხრა წლის მანძლზე მთელი პოლიტიკური სპექტრი. და რა ძალადობები და რა დანაშაულებები იყო. და ნიუ სპიკს მიმართავენ, მაქსიმუმ თქვან რომ გადაცდომა ჰქონდათ, შეცდომა ჰქონდათ, რას ჰქვია, ადამიანის წამება გადაცდომაა და შეცდომა, ან უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა?. მკვლელობები ხდებოდა, ბიზნესების „დაწერვა“ ასე მასიურად. ეს არის კაი ძველი საბჭოთა ენა, სტალინისტების ენა, რომ სტალინი კაი იყო, მაგრამ გადაცდომები ჰქონდა, სამაგიეროდ ომი მოიგო, სამაგიეროდ კაშხალები ააშენა“, - განაცხადა გიგინეიშვილმა და აღნიშნა, რომ ადამიანი არ არის სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოა ადამიანისთვის.
„კანტს რატომ ვკითხულობთ, კატეგორიულ იმპერატივამდე რატომ მივდივართ, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ, შენ ხომ მიზნად ხედავ საკუთარ თავს, ამიტომ სხვაც დაინახე მიზნად საკუთარ თავში. ამიტომ პიროვნებაზე უნდა აეწყოს სახელმწიფო. სინანულია საჭირო, ბოროტი არავის არ უნდა უსურვო, ბოროტების ჩამდენ ადამიანსაც გამოსწორება უნდა უსურვო, მაგრამ იმან სინანული უნდა აჩვენოს და არ აჩვენებენ სინანულს. რა გვაქვს სასინანულო, რა გვაქვს საპატიებელიო. საპატიებელი ჩვენც კი გვაქვს, რომ დროზე ხმა არ ამოვიღეთ და გასაქანი მივეცით, მათ მით უმეტეს აქვთ საპატიებელი და აქეთ ადანაშაულებენ მოსახლეობას.
ზნეობრივი ნიურნბერგი უნდა მოხდეს, მე არ ვამბობ, რომ უნდა დევნო, მაგრამ ზნეობრივი ნიურბერგი უნდა მოხდეს, რომ შეფასდეს მოვლენა. ბოროტი ადამიანი არ უნდა გძულდეს, მაგრამ მის მხეცობებზე უნდა გქონდეს რეაქცია, თორემ ეს შეუფასებელი მხეცობები და დავიწყება, კიბოს მეტასტაზებივით გავრცელდება სულიერ სხეულზე ერის და არ შეიძლება ეს. ამიტომ გერმანია აფასებს, ყველანი აფასებენ თავიანთ შეცდომებს, რომ არ გაიმეორონ. ეს სულ უნდა იყოს შენს წინ", - თქვა გიგინეიშვილმა.