თარიღი    დრო

გრიგოლ ვაშაძე ზემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 18:56 11.15.2018 142

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზემო ფონიჭალაში გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახს უსამძიმრებს.

ის მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ახალგაზრდა ქალბატონი და მისი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, მაშველებმა ადგილზე სამუშაოები დაასრულეს. შვიდ საათიანი ძებნის შემდეგ დედა-შვილი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%