თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 18:52 11.15.2018 133

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ფონიჭალაში. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაიღუპა დედა-შვილი, 3 ადამიანი კი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, მძიმედ არის დაშავებული.

სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს. დაშავებულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთვის, მაშველებმა ადგილზე სამუშაოები დაასრულეს. შვიდ საათიანი ძებნის შემდეგ დედა-შვილი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%