თარიღი    დრო

ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ბიზნესს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:54 11.15.2018 130

ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე რეგიონში ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრებს მართავს.

დღეს ტარიელ გიორგაძე  ხულოსა და შუახევის მუნიცპალიტეტებში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგნლებს შეხვდა, მანამდე კი შეხვედრები გაიმართა ქობულეთში, ქედასა და ხელვაჩაურში.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში მეწარმეებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ელექტრონული პორტალის მეშვეობით  ბიზნესომბუდსმენის აპარატთან კომუნიკაციის მექანიზმები განუმარტა.

„მუნიციპალიტეტებში გამართული შეხვედრების მიზანია ბიზნეს სექტორის მხრიდან  დასმული საკითხების მიხედვით, აჭარის მუნიციპალიტეტებში  ბიზნესის წარმოების პროცესში  არსებული კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება. დღეს შევხვდი  მეწარმეებს ხულოდან  და შუახევიდან. შეხვედრაზე  ვისაუბრეთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში მათთვის პრობლემური საკითხების  შესახებ.  შეხვედრები აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით იმართება. დასმული საკითხების ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი უკვე  სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“-განაცხადა ტარიელ გიორგაძემ.

საქართველოს ბიზნესომბუდმენის  წარმომადგენელი აჭარაში  18 სექტემბრიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში  12 საქმე განიხილა. აჭარაში მეწარმეები საკითხების გადასაწყვეტად ყველაზე ხშირად ბიზნესომბუდსმენის ოფისს საფინანსო  და მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან მიმართავენ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%