თარიღი    დრო

ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 17:41 11.15.2018 111

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა.

მან გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახს მიუსამძირმა.

„დასრულდა სამაშველო ღონისძიება. სამუშაოები ძალიან რთულ პირობებში მიდიოდა. კედლები იყო ჩანგრეული და ფილები ჩაცვენილი, ამის გამო, საკმაოდ გაგრძელდა პროცესი და მაშველები თავისი რისკის ფასად ძალიან ფრთხილად მუშაობდნენ. ორი ადამიანია არის ნაპოვნი - დედა და შვილი გარდაცვლილ მდგომარეობაში, რომლებიც გადაყვანილი არიან პროზექტურაში. მინდა ოჯახს მივუსამძიმრო”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს, 15 ნოემბერს მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, მესამე სართულზე მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია აფეთქება. მესამე სართულიდან სამშენებლო ფილა ჩამოვარდა მეორე სართულზე. მესამე სართულზე იმყოფებოდა ოჯახი - დედა-შვილი, ასევე, მამა, რომლებიც ამ ფილასთან ერთად ჩამოვარდნენ მეორე სართულზე. ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში.

სულ საავადმყოფოში გადაყვანილია 4 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%