თარიღი    დრო

სოტბის აუქციონზე საფრანგეთის დედოფლის მარია ანტუანეტას სამკაულები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 11:50 11.15.2018 137

სოტბის აუქციონზე, რომელიც ჟენევაში გაიმართა, საფრანგეთის დედოფლის მარიამ ანტუანეტას სამკაულები გაიყიდა. აუქციონზე მთლიანობაში დედოფლის 10 სხვადასხვა სამკაული გამოიტანეს.

ყველაზე ძვირად, 36 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა მარგალიტის ყელსაბამი, რომელსაც ბრილიანტის შესაკრავი ამშვენებდა. როგორც აუქციონის წარმომადგენლები ამბობენ ეს არის რეკორდული თანხა, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ მარგალიტის სამკაულში.

მარგალიტის ყელსაბამმა ელიზაბეტ ტეილორის კუთვნილი მარგალიტების სამაჯურის რეკორდი მოხსნა, რომელიც 11.8 მლნ დოლარად გაიყიდა სოტბის აუქციონზე, 2011 წელს.

აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო ასევე მარია ანტუანეტას ბეჭედი, დედოფლის მონოგრამით, ბრილიანტის გულსაკიდი, ბრილიანტების ტიარა და სხვა. მთლიანი კოლექციის ღირებულებამ 53 მლნ გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

დედოფალ მარია ანტუანეტას სამკაულები 200 წლის განმავლობაში კერძო კოლექციონართან, ბურბონ-პარმას ოჯახში ინახებოდა.

მარია ანტუანეტა 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის დროს ტახტიდან ჩამოაგდეს, ხოლო 1793 წელს სიკვდილით დასაჯეს.

Diamond tiara up for auction in Geneva on 14 November 2018

Marie Antoinette's pendant and pearl necklace modelled ahead of the auction in Geneva on 14 November 2018

A Sotheby's employee displays a diamond ring bearing the initials MA for Marie Antoinette and containing a lock of her hair during a preview at the Sotheby's in Geneva, Switzerland, on 7 November 2018

ფოტო: BBC




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%