თარიღი    დრო

იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით პირველი სერვისი გაიცა

საქართველო, თბილისი - 18:40 11.14.2018 231

იუსტიციის სახლმა არსებობის მანძილზე დღეს პირველად, სერვისი ჟესტურ ენაზე გასცა.

უწყების ინფორმაციით, ჟესტურ ენაზე მომსახურება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იუსტიციის სახლის რამდენიმე ათეულმა ოპერატორმა, სპეციალური სწავლების პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომზადება გაიარეს. იუსტიციის სახლის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ამით კიდევ უფრო მეტად ადაპტირებული გახდა.

"იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში არაერთი ინიციატივა ხორციელდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სახელმწიფო სექტორის მომსახურების ხარისხი. იუსტიციის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამჟამად, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის" ფარგლებში, ოპერატორებს სპეციალური გადამზადება მიმდინარეობს, ისინი სწავლებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სფეროში გადიან. აღნიშნული სწავლებით მონაწილეები შეიძენენ ცოდნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ეფექტიანი მომსახურებისა და მათთან კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების თაობაზე. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის წინა ხაზის თანამშრომლების გადამზადება ოქტომბერიდან ხორციელდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გაუმჯობესებული სერვისები გადამზადების კურსს საერთო ჯამში წლის ბოლომდე 750 თანამშრომელი გაივლის", - აღნიშნავენ უწყებაში.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:08 პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin- ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%