“თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, დღეს 12 ნოემბერს 7 თავდამსხმელი ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა. ორგანიზაციის ინფორმაციით შემთხვევა ღამის 2 საათზე მოხდა.
„დღეს, 12 ნოემბერს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას 2 საათზე მოხდა. 7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდა ტრანსგენდერ ქალს. მას დაზიანებები აქვს მიყენებული სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი”, - ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.
„ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა. ტრანსგენდერი ადამიანები ერთერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია“, - ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.