თარიღი    დრო

თიანეთის მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

საქართველო, თბილისი - 13:38 11.11.2018 177

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება. რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმო აღიჭურვება რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. კოოპერატივს ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს და 19 ადგილობრივს აერთიანებს.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ ასევე ჩართულია „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში. კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 302 ჰა სათიბ-საძოვარი და საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 10 ახალი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდება .




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%