თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე - პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება, გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ

საქართველო, თბილისი - 20:10 11.09.2018 137

პარაოლიმპიური მოძრაობა საქართველოში სულ უფრო ვითარდება; დღეისთვისპარასპორტის 15 სახეობა არსებობს, ხოლო მზადებას გადის 300-მდე პარაოლიმპიელი; გვყავს ჩემპიონებიც, რომლებითაც განსაკუთრებით ვამაყობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ტურნირის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურისა და მოფარიკავე ირმა ხეცურიანის წარმატებებზე ისაუბრა, რითაც ყველა ქართველი ამაყობს და აღნიშნა, რომ ისინი, ისევე, როგორც სხვა წარმატებული სპორტსმენები, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი გმირები არიან.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, მისასალმებელია, რომ პარაოლიმპიური მოძრაობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სულ უფრო ვითარდება და პარასპორტით დაკავებულ პირთა რაოდენობა იზრდება.

„ჩვენი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ასეთი პრესტიჟული ტურნირის საქართველოში ჩატარება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო,  რომ შედეგები, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს, იმანაც განაპირობა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდანპარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა პრიორიტეტად გამოაცხადა. ბოლო წლების განმავლობაში  ჩვენ ეტაპობრივად ვზრდიდით დაფინანსებას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამ წლების განმავლობაში თბილისში აშენდა და კეთილმოეწყო სპორტული კომპლექსი, რომელიც სრულიად ადაპტირებული და მორგებულია ეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. ცენტრი აღჭურვილია შესაბამისიტრენაჟორებით, აუზით, საწვრთნელი და სავარჯიშო დარბაზებით. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი ცენტრი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და თბილისში მდებარეობს. თუმცა ეს საკმარისი არ არის და სხვა მსხვილ ქალაქებშიც აუცილებლად განვავითარებთ ანალოგიურ სპორტულ ინფრასტრუქტურას “, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ყველა სპორტსმენს მიულოცა ამ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა და წარმატებები უსურვა.

ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის ტურნირს საქართველო 8-11 ნოემბერს მასპინძლობს. შეჯიბრებაში 40-ზე მეტი ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მსოფლიო თასის გათამაშებაზე დასასწრებად თბილისში იმყოფებასაერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%