თარიღი    დრო

დღეს ფლორენციაში: იტალია - საქართველო

საქართველო, თბილისი - 10:36 11.10.2018 322

დღეს, ბორჯღალოსნები იტალიასთან ურთიერთ-შეხვედრების ისტორიაში მეოთხე ტესტ-მატჩს გამართავენ.

თამაში ფლორენციაში, ‘ფიორენტინას’ სტადიონზე, "არტემიო ფრანკიზე" გაიმართება, რომელიც 1931 წელს აშენდა, 1990 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და 43 147 მაყურებელს იტევს.

"არტემიო ფრანკიმ" საერთაშორისო სანაკრებო მატჩს ორჯერ უმასპინძლა და იტალიელთა ისტორიული გამარჯვების მოწმეა. აძურიმ 2010 წლის 20 ნოემბერს ფლორენციაში ავსტრალია მიიღო და 14:32 დამარცხდა, ხოლო 2016 წელს 19 ნოემბერს სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და ამ გუნდთან არსებობის ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა - 20:18.

ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 3:0.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%