თარიღი    დრო

არჩევნებზე წავალ და ხმას მივცემ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის წინააღმდეგ - ოქრუაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:26 11.08.2018 360

არჩევნებზე წავალ და ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ, - საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია პირველზე, გადაცემა "რეაქციის" ეთერში ისაუბრა.

 “მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან არც იქით მხარეს, არც აქეთ მხარეს. არიან შუაში, ისევე როგორც მე ვიყავი და ვარ შუაში. არიან ნეიტრალურები მთელი ამ პროცესისა. არ უნდათ არც ეს და არც ის, მაგრამ უნდათ უკეთესი ცხოვრება და უნდათ ცვლილება. მოხდა ისე, რომ ჩვენ დავდექით ამ ურთულესი არჩევანის წინაშე. ამას ვეღარ გავექცევით. ჩვენი სახლში დარჩენა ეს არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ასეთი რთული არჩევანი დამოუკიდებლობის შემდეგ ალბათ 2-3-ჯერ გვქონდა, მეტი არა. ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი, იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება ჩვენს რთულად გასახსენებელ მომენტებთან. მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომელიც შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ ხასიათისგან, რაც ქართველებს გაგვაჩნია. ქალი, რომელიც აფხაზეთს განგრენას ეძახის და ომის დაწყებას გვაბრალებს. მეორე მხარეს არის აბსოლუტური ჭაობი. ეს ჭაობი თუ გვინდა შევცვალოთ, თუ გინდა, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ჩემთვის ცვლილება არის მათი საწინააღმდეგო. მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს წინააღმდეგ ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით. ამას ვამბობ როგორც რიგითი მოქალაქე. არ ვარ პოლიტიკური ამბიციის მატარებელი ადამიანი. ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა. არანაირი ილუზია არ გქონდეთ იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს, ან გაჩნდება უცბად. მესამე ძალის გაჩენის პერსპექტივა გაჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი წააგებს ამ არჩევნებს. ივანიშვილმა ნაჯახით ჩეხა 6 წლის განმავლობაში შუა, გაკრიფა ყველაფერი, არავის დაუტოვა, არც ჩემნაირებს და არც სხვანაირებს პოლიტიკაში შუაში ყოფნის საშუალება და ამიტომ მივიღეთ ეს ყველაფერი. თუ ივანიშვილი დამარცხდება ამ არჩევნებში გაჩნდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისათვის შანსი, რომ ასეთი რთული არჩევანის წინაშე აღარ დავდგეთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%