თუ სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, გაცილებით გაჭირდება ჩვენი ცხოვრება, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”. მისი
მისი თქმით, წინა ხაზზე უნდა წევდნენ ადამიანებს, რომლებიც არიან წესიერი, განათლებული, მშრომელი და პატრიოტი, ნაცვლად ოლეგ იაძისა.
“თუ სალომე ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი, ერთ წელიწადში როგორც ანაკონდა ახრჩობს თავის მსხვერპლს [ბიძინა იანიშვილი]ისე დაგვახრჩობს სულ ყველას. გაცილებით გაჭირდება ჩვენი ცხოვრება, გაცილებით გაღრმავდება ეს ჭაობი და უფსკრული.
„წინა ხაზზე უნდა წევდნენ ადამიანებს, რომლებიც არიან წესიერი, განათლებული, მშრომელი და პატრიოტი, ნაცვლად ოლეგ იაძისა. ამას წინათ, იძახდნენ დათო ზეიკიძე დავიბრუნეთო. როგორ შეიძლება ახალაიებზე კარგი სიტყვა დამცდეს. ძალადობის ფორმატში ახალაიები ზეიკიძესთან ანგელოზები არიან. სისიხლის სამართლის კოდექსში მუხლი არ არის, რომ 90-იან წლებში მას დარღვეული არ ჰქონდეს. კიდევ კარგი ჯაბა იოსელიანი არ არის ცოცხალი, თორემ იმასაც გვერდზე დაიყენებდნენ და ამ კამპანიაში ჩართავდნენ”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.