თარიღი    დრო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 19:48 11.08.2018 194

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს  2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სხდომაზე აღნიშნა,  შემოტანილ ვერსიაში მთავრობამ საპარლამენტო კომიტეტების წინადადებები გაითვალისწინა. კერძოდ, პირველად წარდგინებასთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა გაზრდილია 375 მლნ ლარით  და  12 მილიარდ 986 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის ზრდამ 268 მილიონი ლარი შეადგინა და 12 მილიარდ 997 მილიონ ლარს მიაღწია.

 გადამუშავებული ვერსიით, დამატებით დაფინანსებას  მიიღებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, თავდაცვის, ეკონომიკის სამინისტროს მთელი რიგი პროგრამები. მათ შორის, 69 მლნ 500 ათასი ლარია განსაზღვრული  ნაკლებად დაცული ოჯახების ბავშვებისთვის. 50-ლარიან დახმარებას, დაახლოებით, 144 000 ბავშვი მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ინდიკატორები სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში უცვლელი დარჩა, კერძოდ, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 4,5 %-ით,  ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი - 2,6%-ით განისაზღვრა.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%