თარიღი    დრო

აკაკი საღირაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 19:17 11.08.2018 187

„ბათუმის საზღვაო აკადემია გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი გახდა არა მხოლოდ აჭარასა და ზღვისპირეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვაო პროფესიები საქართველოში პოპულარული ხდება. ამის მანიშნებელია ისიც, რომ მიმდინარე წელს საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით საზღვაო აკადემია ლიდერი სასწავლებელი გახდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილე „ღია კარის დღეს" დაესწრო და აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებსა და აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროფესია მეზღვაურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის. რა რაოდენობის კონტრიბუცია მოაქვთ მათ ქვეყნისთვის და ზოგადად რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განხორციელდება ამ კუთხით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ.

„ღია კარის დღეს" ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%