თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:39 11.08.2018 209

„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ძალიან მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მტკიცე ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

სერ ალან დუნკანის შეფასებით, საქართველო რეფორმების, დემოკრატიის ხარისხის და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში სამაგალითოა და მთავრობის რეფორმების ამბიციური პროგრამა მისასალმებელია. განსაკუთრებით აღინიშნა განათლების რეფორმის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების როლს – პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონში, დიდ ბრიტანეთთან თავდაცვის სფეროში არსებული პარტნიორობა, ასევე თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების სფეროში, რის შესახებაც დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და ბოლო დღეებში სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე, რასთან დაკავშირებითაც სერ ალან დუნკანმა შეშფოთება გამოთქვა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საუბარი ასევე შეეხო ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდის“ (GGF) ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სერ ალან დუანკანს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%