თარიღი    დრო

"აქ რა ნამუსით ხართ ჩამოსული" - ატოცში, სადაც სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა, მცირე ინციდენტი მოხდა

საქართველო, თბილისი - 17:47 11.08.2018 146

ატოცში, სადაც "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჩავიდა, მცირე ინციდენტი მოხდა.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, იქვე მყოფმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პიარმენეჯერმა ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რა ნამუსით იყო ჩასული ატოცში და მას მოსთხოვა კითხვაზე პასუხი, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წელს.

სალომე ზურაბიშვილმა მას უპასუხა, რომ ის ატოცში იმყოფება, როგორც მომავალი პრეზიდენტი, რაზეც ღვინჯილიამ უთხრა, რომ იმედია, საქართველოს ასეთი უსინდისო პრეზიდენტი არ ეყოლება.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში დაახლოებით 1 საათის წინ ჩავიდა. ის ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.

შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ნაწილში ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება გუშინ განაახლეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%