თარიღი    დრო

ნათია თურნავა: „სამეგრელო ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“

საქართველო, თბილისი - 17:04 11.08.2018 179

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეგრელოს სრული გაზიფიცირების პროცესი ორ წელიწადში დასრულდება. ეს განცხადება ნათია თურნავამ სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში გააკეთა, სადაც დღეს  მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა - სახელმწიფოს, კერძო კომპანიების და „სოკარის“ მონაწილეოებით უკვე 4 მუნიციპალიტეტის 70 000-მდე კომლი გაზიფიცირებულია. „თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, არის ე.წ. გამოტოვებული სოფლები, ასევე ნაწილობრივ გაზიფიცირებული სოფლები. ეს ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტია, 2019 წელს ამ თვალსაზრისით უკვე ყველაფერს დავასრულებთ და დავიწყებთ ორი დიდი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას, ესენია: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, სადაც მომავალ წელს მკვებავი მილი იქნება შეყვანილი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მისი ინფორმაციით, დღეის მონაცემებით პროექტირება უკვე დასრულებულია, 2020 წელს კი გაზიფიცირების პროცესი ამ მუნიციპალიტეტებშიც დასრულდება.

„ასე რომ, სამეგრელო, გაზიფიცირების სამუშაოების კუთხით ერთ-ერთი მსხვილი უბანი, უახლოეს ორ წელიწადში სრულად იქნება გაზიფიცირებული“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%