თარიღი    დრო

დღეს ალესანდრო დელ პიერო 44 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 09:43 11.09.2018 47

ალესანდრო დელ პიერო 44 წლის გახდა. ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო 1974 წლის 9 ნოემბერს დაიბადა. 

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2000 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების, ასევე, 1996, 2004 და 2008 წლების ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. საყოველთაოდ აღიარებულია იტალიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

ალესანდრო კონელიანო ვენტოში ჩვეულებრივ იტალიურ ოჯახში დაიბადა. მამა ელექტრიკოსი იყო, დედა დიასახლისი. მისი უფროსი ძმა სტეფანო პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და „სამპდორიაში“ თამაშობდა, თუმცა მძიმე ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო. ფეხბურთის თამაში პატარა დელ პიეროსაც უყვარდა და შვიდ წლამდე ადგილობრივ “სან ვენდემიანოში” თამაშობდა. პატარა ალექსი ფიზიკურად სუსტი იყო და მეკარის პოზიციაზე გაამწესეს. დედის აზრით, ასე უფრო დაცული იქნებოდა ტრავმებისგან. თუმცა, სტეფანო მალე მიხვდა, რომ უმცროს ძმას შეტევაში ჩართვა უკეთ ეხერხებოდა და დელ პიერომაც მალე შეიცვალა პოზიცია.

13 წლის ასაკში ალექსმა მშობლიური მხარე დატოვა და „პადოვაში“ გადავიდა სათამაშოდ. პროფესიონალურ ფეხბურთში 1991 წელს შედგა ფეხი, როდესაც იტალიის სერია B-ში რამდენიმე მატში ჩაატარა.

ალესანდრო დელ პიერო იტალიის ნაკრების ყველა დროის რიგით მეოთხე საუკეთესო მეგოლეა რობერტო ბაჯოსთან ერთად. 96 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წინაღმდეგ გამოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ მან ნაკრებში ტიფოზების საყვარელი რობერტო ბაჯო ჩაანაცვლა. თუმცა ხშირი ტრავმების გამო ბევრი შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

ნაკრებში სრულფასოვნად დაბრუნება 2002 წლის მუნდიალზე მოახერხა. გოლი გაიტანა უნგრეთთან, შემდეგ მექსიკასთან და სკუადრა აძურა ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნისგან იხსნა. თუმცა შემდეგ მასპინძელ კორეასთან არასამართლიანი მსაჯობით და საბოლოოდ ოქროს გოლის გამო დაემშვიდობა მსოფლიო ჩემპიონატს.

სამაგიეროდ დელ პიეროსთვის წარმატებული გამოდგა მომდევნო მუნდიალი. 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა იუვეს კაპიტანმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. პირველი მატჩი ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და ერთგვარ კოზირად იქცა მარჩელო ლიპისთვის. ასე მოხდა ნახევარ ფინალში გერმანიის წინააღმდეგაც. ალექსი მეორე ტაიმში შეცვლაზე მაშინ შემოვიდა, როდესაც ანგარიში კვლავ 0–0 იყო და დაძაბულობა პიკს აღწევდა. პირველი გოლი ფაბიო გროსომ გაიტანა, მეორე კი დელ პიერომ.

ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში უზადოდ შეასრულა პენალტი და ბავშვობის ოცნება აისრულა – ფეხბურთის უმაღლესი ჯილდო, მსოფლიო ჩემპიონობა მოიგო.

ალესანდრო დელ პიერო ნაკრების ვიცე კაპიტანი იყო და ხშირად 10 ნომრიანი მოთამაშის ფუნქციასაც ასრულებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ნომერი ფრანჩესკო ტოტისდაუთმო, თვითონ კი 7 ნომერი მოირგო, თანაც ისეთივე წარმატებით, როგორც წინა. 2007 წელს ფრანჩესკო ტოტი ნაკრებიდან წავიდა, 10 ნომერი კვლავ მას შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე და გახდა მეორე იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც 7-ჯერ ითამაშა ევრო-მუნდიალებზე (ევრო 1996, 2000, 2004, 2008 და მსოფლიო 1998, 2002, 2006) პირველი ადგილი ამ კომპონენტში პაოლო მალდინის ეკუთვნის. თუმცა არსებობდა შესაძლებლობა რომ გათანაბრებოდა, ეს იმ შემთხვევაში თუ 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში დელ პიერო ითამაშებდა. ბოლო დროს მწვრთნელები დიდად არ სწყალობდნენ. ბოლოს 2008 წლის სექტებერში საქართველოსწინააღმდეგ ითამაშა. მიუხედავად ამისა, დელ პიერო ამბობს, რომ ნაკრებში თამაშზე უარს არასდროს იტყვის და ოფიციალურადაც არ წავა, თუკი მწვრთნელი ჩათვლის რომ საჭიროა, აუცილებლად ითამაშებს.

ალესანდრომ ცოლად შეირთო სონია ამორუზო, რომელიც თანაგუნდელ ნიკოლას და იყო. ერთმანეთს 6 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. თუმცა ურთიერთობა 2005 წელს დააკანონეს. პირველი შვილი — ტობიასი 2007 წელს ეყოლათ, მეორე — დოროთეა 2009 წელს, ხოლო მესამე — საშა 2010 წელს.

დელ პიერო მუსიკის დიდი მოყვარულია. ჩაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის არ გამხდარა ცნობილი. გარდა ამისა იტალიის ჩემპიონობის აღსანიშნავად მილანში მოწყობილ კონცერტზე, თანაგუნდელ მარკო მატერაცისთან ერთად გამოჩნდა სცენაზე და „როლინგ სტოუნზთან“ იმღერა.

დელ პიერო ცნობილია თავისი იუმორითაც. ფანებს კარგად ახსოვთ გოლის მისეული აღნიშვნა, ენაგამოყოფილი არაერთხელ გაქცეულა გულშემატკივრებისკენ.

იუვეს თავდამსხმელი გარდა საფეხბურთო მონაცემებისა ცნობილია რეკლამებითაც. მას კონტრაქტები აკავშირებს გერმანულ ადიდასთან, იტალიური მანქანების მწარმოებელ კომპანია ფიატთან და იაპონურ სუძუკისთან. აქტიურად მონაწილეობდა 2004 წელს შექმნილ ვიდეო რგოლებში ტიერი ანრისა და რონალდინიოსთან ერთად.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%