თარიღი    დრო

გაუთქმელობის ვალდებულებასთან დაკავშირებულ ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს - გიორგი ფანცულაია

საქართველო, თბილისი - 13:28 11.07.2018 279

როგორც იცით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მას შემდეგ, რაც პროკურატურამ დაცვის მხარეს, ცალმხრივად, გაუთქმელობის ვალდებულება დაგვაკისრა, არაერთი მიმართულებით შევიზღუდეთ, - აღნიშნულის შესახებ „ჯი-ეჩი-ენს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე დღეში მათი სარჩელის განხილვას დაიწყებს, რომელიც სწორედ გაუთქმელობის ვალდებულებას შეეხება. ადვოკატებს გასაჩივრებული აქვთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომელიც ცალმხრივად ადებს დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას.

„ჩვენი შეზღუდვა მხოლოდ იმას არ მოიცავდა, რომ საჯაროდ ვერ ვახორციელებდით საზოგადოების თანდასწრებით დეკანოზის დაცვას. არამედ, გაუთქმელობის ვალდებულება არაერთი მიმართულებით გვზღუდავდა, ამის გამო რიგი მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, საკნოსტიტუციო სასამართლოში გაგვესაჩივრებინა ის ნორმები და ის კანონები სისხლის სამართლის კოდექსიდან და სისხლის სამართლის პროცესიდან, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევდა პროკურატურის მხარეს, რომ ჩვენ ცალმხრივად ჩავეყენებინეთ ამ მდგომარეობაში.

დაგვიკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან, რომ არსებითი განხილვები იწყება. ამ განხილვებზე გადაწყდება ის საკითხი, რომ ეს კონკრეტული ნორმები, რის გამოც, ე.წ. ციანიდის საქმეზე შევიზღუდეთ, დარჩეს თუ არა, ამ ფორმით.

ეს მხოლოდ ციანიდის საქმეზე არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მუხლს ვასაჩივრებთ“, - დასძენს ფანცულაია.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%