ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ გამოძიების დაწყების ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის პრინციპულია და კანონის უზენაესობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბიზნესს თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა ალაგებს, ხოლო სამართალს განსჯის სასამართლო.
„გარკვეული პერიოდია, რაც ამ საკითხზე მედია და ოპოზიცია ინტერესს გამოხატავს. ჟურნალისტები აშუქებდით, თითქოს საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კითხვებს ვერავინ უსვამს. დღეს ისევ ჟურნალისტებმა მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მოხდა ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ყველაფერ დანარჩენს საგამოძიებო სტუქტურა გასცემს პასუხს. საქართველოში ბიზნესს თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა ალაგებს, ხოლო სამართალს განსჯის სასამართლო”, – განაცხადა თალაკვაძემ.