თარიღი    დრო

ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბარტყის გადაგდებას გავს - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 12:51 11.06.2018 157

ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, მიუხედავად იმის, რომ არ ვიცით ზუსტად რაზე არის და რას ითხოვს პროკურატურა, ძალიან გავს ბარტყის გადაგდებას ივანიშვილის მხრიდან, ისიც არის თუ არა ბოლომდე გადაგდება, ჯერ არის გაურკვეველი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის უბრალოდ, სასოწარკვეთილი ადამიანის აგონიური ქცევა პირველი და მეორე ტურის პერიოდში. 

„იმდენად შეშფოთდნენ ამ დამარცხების შედეგად, რომ ახლა ცდილობენ, საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ რაღაც პრობლემებს გადაჭრიან, ალბათ ასე იფიქრეს, რომ ფარცხალაძეს თუ ბრალს წავუყენებთ, ხალხი იფიქრებს, რომ ებრძვიან კორუფციას. ამ დროს საქმე ერთ წელიწადზე მეტია პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და ამდენი ხანი ამას არ სჭირდებოდა, ყველაფერი ვიდეოზეა ასახული”, – განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%