თარიღი    დრო

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 15:46 11.05.2018 260

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შუმსუბუქდა. მას უკვე სახელმწიფო ბრალდება მოწმეზე ზემოქმედებას ედავება და არა მოსყიდვას. 

"დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის განხილვა მოხდა. შუამდგომლობა შეეხებოდა ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალის შეცვლას. სასამართლომ საბოლოოდ ბრალდებულის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, რაც გულისხმობდა სსკ 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას, შეიცვალა ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით. ბრალდებულს პირველი მდგომარეობით, ბრალი ედებოდა მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებაში, რაც გულისხმობს მოწმის მოსყიდვას.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდება შეიცვალა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედებას, რათა ამ მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეცვალოს. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა არაერთი მტკიცებულებამ მათ შორისმ ბრალდებულის ჩვენება და საბოლოო ჯამში ყველა მტკიცებულებით და მათ შორის ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, მიგვაჩნია, რომ დასტურდება ბრალდებულის მხრიდან კონკრეტულ მოწმეზე ზემოქმედება, რათა ამ მოწმეს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეეცვალა ჩვენება.

რაც შეეხება მოწმის მოსყიდვის ფაქტს, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან მოწმისადმი თანხის გადაცემას, თუმცა, ამის მიზანი არ ყოფილა მოწმის მოსყიდვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.

შეგახსენებთ, რომ 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა. ​

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%