თარიღი    დრო

მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილს რა აქვს პირადად ჩემთვის სათქმელი, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 17:11 11.03.2018 245

ჩემი სათქმელი მთელი სახელმწიფოსთვის ნათქვამი მაქვს უკვე. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს პირადად ჩემთვის სათქმელი ეგ მაინტერესებს. თავის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს. რეალური პასუხების და კითხვების თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს', - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. 

ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ შვილმოკლული მამების აქცია მიმდინარეობს. 

"თუ არ უნდა შეხვედრა არ დავაძალებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირდაპირ, ღია ეთერში გამცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა ბრალდებებიც წამოვიდა ჩემ მიმართ. ან თუ არ არის ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ის ვინც უთხრა, რომ ზაზა სარალიძე ასეთიაო, ის ხალხი გამოიყვანოს და მოახდევინოს ბოდიში. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ადამიანია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდები, ვინც ოჯახის მიმართულებით ტალახს ისვრის", - განაცხადა სარალიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%