თარიღი    დრო

მერაბ მორჩაძის მიერ კალანდიასთვის თანხის გადაცემა, მოსყიდვის მცდელობა, ან მოსყიდვა არ იყო - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 18:59 11.02.2018 209

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებით ნათლად ჩანს, რომ მას მოწმე მიხეილ კალანდიას მოსყიდვა მიზნად არ ჰქონია და რომ მას მხოლოდ ფინანსურად დაეხმარა.

"დღესაც დადასტუდა ის ფაქტი, რომ ბატონი მერაბ მორჩაძის მიერ თანხის გადაცემა კონკრეტული პირის მოსყიდვის მცდელობა, ან მოსყიდვა არ იყო.მხოლოდ ოჯახის დახმარებაზეა საუბარი. აღნიშნული დადასტურდა, როგორც ბატონი მერაბის დაკითხვით, ასევე წინა პროცესზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით.

მიხეილ კალანდიასთან ბატონ მორჩაძეს საუბარი ჰქონდა, ეს ფაქტი გამოძიებაშიც და სასამართლოშიც დაადასტურა.

მისი მხრიდან იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ელაპარაკა და სასამართლოსთვის სიმართლე ეთქვა", - აცხადებს მოსიაშვილი.

შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა. ​




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%