თარიღი    დრო

ხორავას ქუჩის საქმეზე დღეს ბრალდებული მერაბ მორჩაძე დაიკითხა

საქართველო, თბილისი - 18:53 11.02.2018 208

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედებისა და მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. 

როგორც საქმის პროკურორი, მირიან მეგრელიშვილი აცხადებს, ბრალდებულმა მოწმის მოსყიდვა უარყო, თუმცა, განაცხადა, რომ თანხის გადაცემას ადგილი ჰქონდა.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდებული. ის დღევანდელ პროცესამდე ბრალთან მიმართებაში დუმილის უფლებას იყენებდა. დღევანდელ სხდომაზე დაკითხვის დროს უარყო მოწმის მოსყიდვის ფაქტი და განაცხადა, რომ თანხის გადაცემას ადგილი ჰქონდა, თუმცა, არა მოსყიდვის მიზნით, არამედ დახმარების მიზმით.

ამავდროულად, აღიარა, მოწმისათვის მიმართვა და მოწმეზე ზემოქმედება მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით.

ზემოქმედების ფაქტი მტკიცდება, როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით, ისე დანარჩენი მტკიცებულებებით, რომელსაც გამოვიკვლევთ", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა. ​




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%