თარიღი    დრო

2-4 ნოემბერს პოპ-კულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალი CAUCASUS CON გაიმართება

საქართველო, თბილისი - 18:23 11.01.2018 378

2 ნოემბერს თიბისის მხარდაჭერით თბილისი მოლში თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და ტექნოლოგიების 3 დღიანი ფესტივალი დაიწყება. ფესტივალის მიზანია საქართველოში ანიმაციისა და კომპიუტერული თამაშების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიებები 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

  • ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი

საკონკურსო პროგრამები - ანიმაციური სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და მოწვეული ჟიურის მიერ საუკეთესოს გამოვლენა და დაჯილდოება.

პანორამა - უახლესი ანიმაციური ფილმების კონკურსგარეშე ჩვენებები.

რეტროსპექტივა - ბოლო წლებში და შექმნილი ანიმაციური ფილმების ნარჩევი კრებულის ჩვენება.

ანიმაციური ჯემი - 48 საათიანი კონკურსი, რომლის ფარგლებში შეიქმნება მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები.

  • კომპიუტერული თამაშების ფესტივალი

კომპიუტერული თამაშების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსი თამაშების პროტოტიპის ან დასრულებული ვერსიების შექმნაში. ასევე ჩატარდება კოსტუმირებული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული კონკურსანტები თამაშების ცნობილი პერსოპნაჟების კოსტიუმებით, რომლებიც მონაწილეებმა თავად შექმნეს.

  • გამოფენა

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ საბავშვო და გასართობი ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდები და ინდუსტრიაში მოღვაწე ლოკალური და საერთაშორისო კომპანიები, სტარტაპერები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს

  • ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები

მასტერკლასები ჩატარდება შემდეგი თემების შესახებ:

  1. ანიმაციური ფილმების წარმოება
  2. კომპიუტერული თამაშების წარმოება
  3. კომიქსების ინდუსტრია
  4. საბავშვო წიგნების წარმოება და ილუსტრაცია
  5. ანიმე ფილმების წარმოება
  6. ციფრული ხელოვნება და მხატვრობა

ფესტივალი "თბილისი მოლის" სხვადასხვა სივრცეში 4 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%