თარიღი    დრო

აჭარაში ინვესტიციების რაოდენობა 6 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:51 09.03.2010 1111
წელს აჭარაში ინვესტიციების რაოდენობა 6 %-ით გაიზარდა. 2010 წლის რვა თვეში აჭარაში 99,2 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მაშინ როდესაც 2009 წლის რვა თვეში რეგიონში 93,2 მლნ დოლარია ინვესტირებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარაში ყველაზე დიდი ინვესტიცია ტურიზმის სფეროში განხორციელდა. ამ პერიოდში ტურიზმის სფეროში 50,6 მლნ. დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. მშენებლობის სფეროში განხორციელებილია 38,6 მლნ. დოლარის ინვესტიცია, მრეწველობაში - 7,9 მლნ. დოლარის ინვესტიცია, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში 0,7 მლნ დოლარის ინვესტიცია, ხოლო სხვა სფეროებში განხორციელებულია 1,3 მლნ. დოლარის ინვესტიცია.

2010 წელის რვა თვეში აჭარაში პრივატიზებულ ობიექტებში ინვესტირებულია 70,4 მლნ დოლარი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში პრივატიზებულ ობიექტებში ინვესტირებულია 52,6 მლნ დოლარი.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%