თარიღი    დრო

ირანელი ბიზნესმენის დახმარებით აჭარაში მალე ფქვილის ფასის კლებას მოელიან

საქართველო, თბილისი - 10:56 09.03.2010 862
აჭარაში მალე ფქვილის ფასის კლებას მოელიან. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიდან აცნობეს, წისქვილკომბინატები ცდილობენ მოიძიონ ახალი ალტერნატიული ბაზრები და მისაღებ ფასებში შეიძინონ ხორბალი. ასოციაციის ინფორმაციით, შპს "ორცვას" მეპატრონემ ირანელმა ბიზნესმენმა ისმაილ ბაზარანმა ხორბალი ტრაპიზონში ხორბლის ტერმინალ საცავებში შეიძინა, რაც საწარმოს საშუალებას მისცემს არა თუ გაზარდოს ფქვილის ფასი, არამედ უახლოეს დღეებში შეამციროს.

ამჟამად, აჭარაში უმაღლესი ხარისხის 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის ფასი 47-48 ლარში, ხოლო პირველი ხარისხის 45 ლარამდე მერყეობს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%