თარიღი    დრო

ვერა ქობალია რკინაბეტონის შპალის ქარხანაში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო

საქართველო, თბილისი - 17:10 09.02.2010 919
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 9 სექტემბერს საპრივატიზებო აუქციონზე რკინაბეტონის შპალის ქარხნას გამოიტანს. თუმცა მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ქარხანაში არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო. მინისტრმა წარმოება ქარხნის დირექტორ ზურაბ ჯანგულაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ჯანგულაშვილის ინფორმაციით, ქარხანა დღეში 720 ცალ რკინაბეტონის შპალს ამზადებს, რომელბიც ე. წ. ინგლისურ და იტალიურ ხაზებზე მზადდება, მასალა კი ინგლისიდან ჩამოდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა აღნიშნა, რომ ქარხანას საშუალება აქვს, 2-ჯერ მეტი შპალი და კიდევ სხვა პროდუქცია გამოუშვას არამარტო ქართული ბაზრისთვის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით საექსპორტოდ. ქარხნის პრივატიზაციის შემთხვევაში ინვესტორი საწარმოს პოტენციალს მეტი დატვირთვით აამოქმედებს - ტექნოლოგიაც დაიხვეწება და პროდუქციის რაოდენობაც გაიზრდება.

ქარხანა მდებარეობს თბილისის გარეუბანში, სამრეწველო ზონაში. საწარმოს აქვს მოქმედი კონტრაქტები "საქართველოს რკინიგზასთან".

ამჟამად ქარხანა აწარმოებს რკინაბეტონის შპალებს. საწარმო განლაგებულია 4 ჰექტარ მიწის ფართობზე. საწყისი გასაყიდი ფასია 6 მილიონ 800 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

საწარმო მოქმედებს 1968 წლიდან, ქარხანაში დამზადებული დეტალებითაა აგებული თბილისის რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ბორჯომის ვაგზლის კონსტრუქციები და ლოკომოტივის სტადიონი.

1999 წელს ექსპლუატაციაში შევიდა რკინაბეტონის შპალების მწარმოებელი ინგლისური ხაზი, რომელიც ცვლაში 400 ერთეულ ევროსტანდარტის შპალს ამზადებს. 2003 წელს დამატებით დამონტაჟდა რკინაბეტონის შპალების მწარმოებელი იტალიური ხაზი, რომლის წარმადობაც ცვლაში მხოლოდ 320 ერთეულია.
ქარხანის საქმიანობის ძირითადი პროფილებია: რკინაბეტონის შპალების წარმოება, რკინაბეტონისა და სამშენებლო დეტალების წარმოება და მცირე საკედლე ბლოკის წარმოება. დღესდღეობით ქარხანაში 120 ადამიანია დასაქმებული.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%