თარიღი    დრო

სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 12:40 10.22.2018 382

სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს, რადგან სალომე ზურაბიშვილის განწყობა ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი მოწოდებულია, რომ ყველა საკითხი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეს გამოუვა.

კილაძის განცხადებით, ოპოზიციის ხმაური გასაგებია, რადგან მათი მიზანია, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ, მაგრამ მისივე თქმით, საბოლოო ჯამში საზოგადოება დემოკრატიულ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებს.

„სალომე ზურაბიშვილის წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ვშიშობ, ოპოზიცია ამ ყველაფრის არასწორ ინტერპრეტირებას ახდენს, რადგან სალომე ზურაბიშვილის განწყობა ვიცი. ის „ქართული ოცნების“ პათოსს იზიარებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ, სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებებმა ხელი მზაკვრული და საზიზღარი გეგმის განხორციელებაში ხელი შეუწყო“, – განაცხადა კილაძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ჰააგაში საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

15:36 ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%