თარიღი    დრო

რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 15:03 10.21.2018 344

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილი არავინ არის.

„მიმდინარეობდა ავტოფარეხის სადემონტაჟო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ამ მომენტისთვის რუსთავის ორ საავადმყოფოში გადაყვანილია 12 პიროვნება სხვადასხვა სახის დაზიანებით. ცხრა პიროვნება არის ე.წ. აზოტის საავადმყოფოში, სამი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი არავინ არის. შეტყობინებიდან ოთხ წუთში ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ადგილზე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

მომხდარის გამო, სამი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ცნობისთვის, რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%