რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში მდებარე ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
მომხდარის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.