თარიღი    დრო

ნაფიცი მსაჯულები დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეს სასამართლოში ხვალ განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 22:00 10.18.2018 97

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე ნაფიცი მსაჯულები მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში მომხდარ მკვლელობას განიხილავენ.

დავით ქმოსტელის მკვლელობაში ბრალდებულების, ლევან ყანდორელაშვილისა და გია ჭალელიშვილის სასამართლო პროცესზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.  

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, 4 თებერვალს, დავით ქმოსტელი, იგივე ძივითა მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გამოსულს ესროლეს მას.

მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს. 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს კონფლიქტი ჰქონდათ მოკლულთან. დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულთაგან ერთი პირი მოკლულს საერთოდ არც იცნობდა. მათივე ცნობით, ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებები არ აქვს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%