ქალბატონი ზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თურქულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ეხება.
ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს ზიანი იქნება განუზომლად უფრო მეტი.
„ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა არ დავუშვათ ამ ადამიანის გაპრეზიდენტება და არ მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი გააზრებული, თუ გაუაზრებელი განცხადებებით დააზიანოს და საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი მომავალი“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა ბევრ თურქს მისცა, მათ კი არა.