თარიღი    დრო

გიორგი ჭელიძემ პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენა

საქართველო, თბილისი - 15:33 10.17.2018 198

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 13 ადვოკატი იცავს. ის სამართალდამცავებმა იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭელიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობას განიხილავენ.

პროკურორების აცილების შუამდგომლობა თავად ჭელიძემ დააყენა და განმარტა, რომ პროკურორები მას კომუნიკაციის უფლებას უკანონოდ უზღუდავენ. ჭელიძემ აღნიშნა, რომ პატიმრობაში ყოფნიდან 21 დღის შემდეგ, მას სურდა დედასთან სატელეფონო ზარის განხორციელება, რის უფლებასაც მას კანონი აძლევდა, თუმცა პროკურორების მოთხოვნიდან გამომდინარე, მას ზარის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

გიორგი ჭელიძე 31 აგვისტოს დააკავეს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც მას ედავებიან, 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%