თარიღი    დრო

პროკურატურის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“ გვაქვს საქმე - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:40 10.17.2018 665

პროკურატურის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“ გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 28 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ კუთვნილ წარსულში უნდა დარჩეს.

„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“გვაქვს საქმე. ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ. ამ არჩევნებშიც, ჩონჩხებივით სკივრიდან ამოძვრნენ და ქვეყანას უკან ექაჩებიან. 28 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ კუთვნილ წარსულში უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%