ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ მას აქვს ინფორმაცია რუსთაველზე მიმდინარე მოვლენების, თუმცა, 6 ივლისს, რა დროითაც პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი თარიღდება, რუსთაველზე გამზირზე არაფერი ხდებოდა, - ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურის მიერ გავრჩელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
გვარამია ტექნიკურ ნიუანსებზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებული მონაცემები მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ტექსტის წაკითხვას პირდაპირ ეთერში.
„საუბრის მონაწილეებმა იციან, რომ ისინი არიან პირდაპირ ეთერში და იციან, რომ მათი საუბარი იწერება. ამიტომაც არიან დაძაბულები, ამიტომაც ცდილობენ არ დაუშვან არანაირი შეცდომა საუბრის დროს და ამიტომაც, ისინი საუბრის პრაქტიკულად არ ბილწსიტყვაობენ“, - განაცხადა გვარამიამ.