თარიღი    დრო

თუ პრეზიდენტი კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:25 10.16.2018 188

პრეზიდენტი დღეს საუბრობდა კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, პრეზიდენტს სუბიექტური პოზიციები და სუბიექტური ინტერესები აქვს.

„პრეზიდენტი დღეს საუბრობდა კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ 2 თვეში გასდის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, თუმცა კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამით ხელმძღვანელობს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%