თარიღი    დრო

საქმეში მკვლელობის ადგილზე გადაღებული 19 ფოტო არ დევს - ქმოსტელის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 18:15 10.16.2018 527

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, ნაძალადევის რაიონში დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

სასამართლოში ჩვენება სამმა მოწმემ მისცა. ერთ-ერთი მათგანი, გია სურამელაშვილი მკვლელობის ღამეს მეზობლის სახლში ქმოსტელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ყანდორელაშვილის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, სურამელაშვილმა ვერ დაადასტურა, რომ მკვლელობა ბრალდებულმა ჩაიდინა.

"დღეს დაკითხულმა მოწმეებმა როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერზე ისაუბრეს. თვითმხილველი მოწმე გია სურამელაშვილი, რომელიც ბავშვობიდან იცნობს ბრალდებულ ლევან ყანდორელაშვილს, მას რაც არ უნდა ნიღაბი ჰქონოდა, აუცილებლად იტყოდა, მსროლელი ის რომ ყოფილიყო. შესაბამისად, ლევანი არ ყოფილა იქ. 

მისი ჩვენებით, მარტო ერთი კაცი იყო მოსაკლავად მისული და არა ორი, როგორც ამას ბრალდება ამბობს", - აცხადებს კომახიძე.

მისი განმარტებით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები საქმეში სრულად წარდგენილი არ არის.

"გამომძიებელმა ვერ გასცა პასუხი, თუ რატომ აკლია საქმეში შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები. ექსპერტი შემთხვევის ადგილზე რომ გადაიღებს ფოტოს, ის სრულად უნდა იყოს საქმეში. ამ საქმეში კი, 19 ფოტო არ დევს. ისმის კითხვა, რა ფოტოები იყო და რატომ არ დევს? ამაზე პასუხი ბრალდების მხარემ უნდა გასცეს. სავარაუდოდ,დაცვის მხარის სასარგებლო მტკიცებულებები იყო აღბეჭდილი და ამიტომ არ ჩაიდო საქმეში", - დასძენს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, 4 თებერვალს, დავით ქმოსტელი, იგივე ძივითა მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გამოსულს ესროლეს მას.

მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს. 

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს კონფლიქტი ჰქონდათ მოკლულთან. დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულთაგან ერთი პირი მოკლულს საერთოდ არც იცნობდა. მათივე ცნობით, ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებები არ აქვს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%