თარიღი    დრო

საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია - საჯად კარიმი

საქართველო, თბილისი - 17:04 10.16.2018 227

მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლის ფარგლებშიც შევეხეთ ყველა რელევანტურ საკითხს, მათ შორის ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მიერ მიღწეული უდიდესი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე, - განაცხადა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.

ევროპარლამენტარის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც როსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა და დაგმობილი იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. საჯად კარიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ევროკავშირის დანარჩენი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობებისა და პარლამენტების მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას.

„შეხვედრის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე აღვნიშნეთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიმდინარეობს ადექვატური გამკლავება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკვშირებით, რომლებიც ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგად გაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლეები საგრძნობლად შემცირდა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

საჯად კარიმის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ასევე საქართველოსგან ევროკავშირში შემავალი პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში. დავით ზალკალიანმა 2018 წლის 15 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

14:11 ბილაინის მომხმარებელი FlyHelp -ის მომსახურებით სარგებლობისას უფრო მეტ კომპენსაციას მიიღებს

13:24 საქართველოს ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერებს უმასპინძლა

12:36 ფინკა ბანკის ავტო სესხი - საინტერესო სიახლე მომხმარებლებისთვის

12:34 ვითიბი ბანკი გათამაშებას იწყებს

16:58 უსასრულო გარანტია ზაფხულის საბურავებზე თეგეტა მოტორსში!

13:37 ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

11:14 ვითიბი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

15:36 ვითიბი ბანკი მომხარებელს თანხის მობილურის ნომრით ან ელ. ფოსტით გადარიცხვას სთავაზობს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.6%
შემცირდა 12.4%
არ შეცვლილა 3%