თარიღი    დრო

სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრი პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს, ხვალ, ღია კარის დღეზე ელის

საქართველო, თბილისი - 15:00 10.16.2018 452

მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღებასთან დაკავშირებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრი ღია კარის დღეს გამართავს.

ღია კარის დღე ჩატარდება ხვალ, 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის ახლადგარემონტებულ შენობაში, მისამართზე: კახეთის გზატკეცილი #36 (მეტროსადგურ "სამგორის" უკან. ადგილმდებარეობას მოძიება შესაძლებელია ბმულზე: http://bit.ly/2QLmKTn )

ღია კარის დღეზე დაინტერესებული ახალგაზრდები შეთავაზებული პროგრამების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიებს დაათვალიერებენ, ასევე, პროფესიული პროგრამის შერჩევასა და იქვე დარეგისტრირებასაც შეძლებენ. პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები კი მომავალ სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივებზე გაესაუბრებიან.

ტექნიკური გადამზადების ცენტრი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, წელს, დასაქმების ბაზარზე ყველაზე მეტად მოთხოვნად, ორ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს:

  • მექატრონიკა - V საფეხური
  • მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი - V საფეხური.

ორივე პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა 20 თვეს შეადგენს და სრულადაა დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ. სწავლების პროცესი მორგებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც.

ჩარიცხვის წინაპირობა სრული საშუალო განათლება და პროფესიული ტესტირების შედეგებია. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სტუდენტებს ორმაგი, ქართულ-გერმანული დიპლომი გადაეცემათ. ტექნიკური გადამზადების ცენტრის კურსდამთავრებულები წარმატებით დასაქმდებიან ენერგეტიკისა და კომუნიკაციის სფეროში, მანქანათმშენებლობის სექტორში, მსუბუქსა და კვების მრეწველობაში და სხვ.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრში, მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე რეგისტრაცია 19 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. მსურველები, რომელთა ასაკი შეზღუდული არ არის, რეგისტრაციის გავლას შეძლებენ პირადობის მოწმობით, ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში (კოსტავას 77, მე-3 სართ., ოთახი №352); ასევე, საქართველოს მასშტაბით, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. დარეგისტრირება შესაძლებელია ელექტრონულადაც, ბმულის https://vet.emis.ge/#/registration მეშვეობით.

ტექნიკური გადამზადების ცენტრის (GTTC) შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და BP საქართველოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მხარდაჭერილია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული პროგრამების შეთავაზების გზით, საქართველოში პროფესიული განათლების გაუმჯობესება-განვითარებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტის დაწესებას. პროექტი ხორციელედება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.9%