გამწირეს და რას მეუბნები, არ არის ასე? მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე, - ასე მიმართავს სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, რაზეც ჯაფარიძე პასუხობს: "პირობა მიიღე იმაზე, რომ არავინ დაგჩაგრავდა".
სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობს, რომ "ხელისუფლებამ ნაცების თამაში თუ დაიწყო, მიიღებენ ამ თამაშზე პასუხს".
„მე ამ სახელმწიფოს შევწირე ჩემი ცხოვრება და მე რა მივიღე საბოლოოდ? ბოლომდე მწირავენ. ვზივარ სამარტოო საკანში და ლამისაა გამოვყლევდე. სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირო?! არ არის ეს სწორი... გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მეც ვნახავ, შენც და ყველა...“, - ამბობს სავარაუდოდ, სუბელიანი და აქვე პასუხობს სავარაუდოდ, ჯაფარიძე: „ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს არავინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი“.