თარიღი    დრო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

საქართველო, თბილისი - 21:26 10.15.2018 276

მინსკში გამართული რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის წევრებმა შეუძლებლად მიიჩნიეს შემდგომში კონსტანტინეპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი.

მისივე თქმით, რუსეთის ეკლესიის სინოდი იძულებული გახდა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ილარიონის თქმით, კონსტანტინოპოლი განხეთქილების მომხრე ძალების გვერდით დადგა და საეკლესიო კანონთა ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდა.

„სქიზმატებისა და სხვა ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემული  პირების "თანაზიარებაში მიღებას, მთელი მათ მიერ ხელდასხმული "ეპისკოპოსებითა" და "სასულიერო დასით", სხვისი კანონიკური ტერიტორიების მიტაცებას, მცდელობას უკან წაიღოს თავისი ისტორიული გადაწყვეტილებები და მოვალეობები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო  გაჰყავს კანონიკური ველიდან და ჩვენი დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუძლებელს ხდის ვიყოთ ევქარისტიულ კავშირში მის იერარქებთან, სამღვდელოებასა და ერისკაცებთან", - ნათქვამია განჩინებაში.

საუბარია, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმა შეეძლო.

გთავაზობთ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმიდა სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებას:

"მისი ყოვლადუწმიდესობის, მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით 2018 წლის 9-11 ოქტომბერს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისა და განხილვის მიზნით შეიკრიბა წმინდა და სამღვდელო სინოდი.

წმინდა სინოდი გამოწვლილვით და დიდხანს იხილავდა უკრაინის საეკლესიო საქმეს, რომელსაც ესწრებოდნენ ყოვლადსამღვდელო საპატრიარქო ეგზარქოსები უკრაინაში, პამფილელი მთავარეპისკოპოსი დანიელი და ედმონტელი ეპისკოპოსი ილარიონი და ფართო განხილვის შემდგომ განჩინებულ იქნა შემდეგი:

დამტკიცდეს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას უბოძოს ავტოკეფალია;

აღდგენილ იქნეს დღეიდან მსოფლიო საპატრიარქოს სტავროპიგია კიევში, რომელიც ერთ-ერთია უკრაინაში მუდამ არსებული სტავროპიგიებიდან;

მიღებულ და შესწავლილ იქნეს ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მალეტიჩისა და მათი მიმდევრების სააპელაციო თხოვნა, რომლებიც სქიზმაში გავიდნენ არა დოგმატურ მიზეზთა გამო. ეს შეესაბამება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კანონიკურ უფლებამოსილებებს, რომ განიხილოს ამგვარი მიმართვები ყველა ავტოკეფალური ეკლესიის იერარქთაგან და მღვდელმსახურთაგან. ამრიგად, ზემოხსენებული პირები კანონიკურად აღდგენილ იქნენ მათ საეპისკოპოსო და სამღვდელო ხარისხში, ასევე აღდგენილ იქნეს მათი მრევლის თანაზიარება ეკლესიასთან;

გაუქმდეს 1686 წლის სინოდური სიგელის მოქმედება, რომელიც გამოცემულ იქნა იმ დროის გარემოებათა გათვალისწინებით და იკონომიის წესით უფლებას აძლევდა მოსკოვის პატრიარქს, ხელი დაესხა თავისი სასულიერო და საერო პირთაგან შემდგარი კრების მიერ არჩეული კიევის მიტროპოლიტისათვის. იგი ვალდებული იყო ყველა ღმრთისმსახურებისას მოეხსენებინა მსოფლიო პატრიარქი, როგორც თავისი პირველიერარქი და ამით განეცხადებინა და დაემტკიცებინა თავისი კანონიკური მორჩილება კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიასთან;

მიემართოს ყველა ჩართულ მხარეს მოწოდებით, თავი შეიკავონ ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა ქონების დაუფლებისგან, აგრეთვე სხვა სახის ძალადობისგან ან შურისძიებისგან, რათა სუფევდეს მშვიდობა და სიყვარული ქრისტესი.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.9%