თარიღი    დრო

დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ხორავას საქმის პროკურორ ფხაკაძესა და პოლიციის მაღალჩინოსან სიგუას დაკითხავენ

საქართველო, თბილისი - 18:27 10.15.2018 563

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოკლული დავით ქმოსტელის საქმეზე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძესა და დეტექტივების სამმართველოს უფროსს, იოსებ სიგუას დაკითხავენ.

ისინი დასაკითხ მოწმეთა სიაში დაცვის მხარეს ჰყავს. სწორედ აღნიშნულ პირებს აქვთ მოცემული საქმის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიღებული.

დავით ქმოსტელის მკვლელობის ბრალდებით, ორი პირი, ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი არიან დაკავებულები. ისინი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, 4 თებერვალს, დავით ქმოსტელი, იგივე ძივითა მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გამოსულს ესროლეს.

მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს კონფლიქტი ჰქონდათ მოკლულთან. დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულთაგან ერთი პირი მოკლულს საერთოდ არც იცნობდა. მათივე ცნობით, ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებები არ აქვს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%