თარიღი    დრო

ირაკლი კობახიძე არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 16:44 10.15.2018 624

ეს კაცი [ირაკლი კობახიძე] არის პოლიტიკური, დაქოქილი თოჯინა ერთი და იგივე ფრაზებით. საუბრობენ წინა ხელისუფლებაზე. წინა ხელისუფლების ყოფილი წევრები ჰყავთ გუნდში, ორი მათგანი აქაც ზის, ბიუროზე. რამე პრეტენზია თუ აქვთ, მათ მოკითხონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ ბიუროს სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე რომ ნამდვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყოს და ნამდვილი დეპუტატები ჰყავდეს "ქართულ ოცნებას", მოიწვევდნენ საგანგებო სხდომას და დააყენებდნენ მთავრობის ნდობის საკითხს.

მისივე განცხადებით, ახლა ირაკლი კობახიძე კოჭს უგორებს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მისგან ფინანსდებიან.

"იმით, რაც დღეს გააკეთა, მის სასახლეს კიდევ ერთი სართული დააშენდება. მათ იციან, რომ ქვეყანაში პრობლემაა, მაგრამ სიმართლეს ვერ ამბობენ. ფარცხალაძის სარდაფი დღესაც მოქმედებს. ეს ადამიანები არიან ტყვეები. ამ ადამიანებისგან არ ვითხოვთ გამოძიებას, შს მინისტრი თავის თავს დაისჯის? - რას იტყვიან ახლა. ბატონმა კობახიძემ რა უნდა ქნას, ხომ არ იტირებდა. მე იმის მოლოდინი არ მქონდა, რომ ბოდიშს მოიხდიდა", - განაცხადა მელიამ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.9%