თარიღი    დრო

ანა ურუშაძის ფილმი ევროპული კინოაკადემიის ნომინანტების სიაშია

საქართველო, თბილისი - 13:29 10.15.2018 338

დღეს ცნობილი გახდა იმ 6 ფილმის შესახებ, რომლებიც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოსთვის (EUROPEAN DISCOVERY 2018 – Prix FIPRESCI) იბრძოლებენ.

ნომინანტებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ფილმისთვის "საშიში დედა".

ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა.

შარშან "საშიში დედა" საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე.

 რამდენიმე დღის წინ ევროპულმა კინოაკადემიამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის შერჩეული 15 ფილმი გამოავლინა. ნომინანტებს შორის მოხვდა რატი წითელაძე ფილმით "სოციუმის პატიმარი", რომელიც ასევე არაერთი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე და პრიზიორია.

ევროპის კინოაკადემიის ნომინანტთა სრული სია 10 ნოემბრამდე ეტაპობრივად გახდება ცნობილი, დაჯილდოვების ცერემონია კი 15 დეკემბერს, ესპანეთში გაიმართება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%