თარიღი    დრო

მინსკში, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომა იმართება

საქართველო, თბილისი - 10:15 10.15.2018 561

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის თავმჯდომარეობით მინსკში შეიკრიბება. მართალია, წმინდა სინოდის სხდომის ოფიციალური დღის წესრიგი უცნობია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაზედაც საეკლესიო იერარქები იმსჯელებენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იქნება.

ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის, იგივე „კრემლის“ საპატრიარქო მინსკში, ბელარუსში მართავს სინოდის სხდომას. ეჭვგარეშეა, ეს მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ხაზი გაუსვას მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას, რომელიც ბელარუსზეც ვრცელდება. ამ დრომდე, მინსკში რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომა არ გამართულა.

მინსკში უკვე ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი.

გასულ დღეებში, რუსეთის უმაღლესი საეკლესიო პირების მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, დღევანდელი სინოდის სხდომა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული ერთობის გაწყვეტით დასრულდება, რაც შესაძლოა, ღია დაპირისპირების დასაწყისად მივიჩნიოთ, არამხოლოდ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს, არამედ სხვა მართლმადიდებლური ავტოკეფალურ ეკლესიებს შორისაც.

მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიები, ისევე როგორც საქართველოს ეკლესია, ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს და არ ჩქარობენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას ან მის უარყოფას. ამ დრომდე, მხოლოდ კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა აღუთქვა უკრაინას ავტოკეფალიის მინიჭების გზაზე სრული მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პატრიარქის თავმჯდომარეობით, 2018 წლის 9 ოქტომბერს, კონსტანტინოპოლში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის გაგრძელების შესახებ. ასევე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (კიევის საპატრიარქო) პატრიარქ ფილარეტს და უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტ მაკარის ანათემა მოუხსნა და მათი კანონიკური სტატუსი აღადგინა. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვით, მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმის უფლებას აძლევდა, გაუქმებულად გამოაცხადა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.9%