თარიღი    დრო

TDI ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 18:15 10.12.2018 141

TDI (ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი) ვიტალი საფაროვის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

TDI მოუწოდებს შსს-ს, აწარმოოს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, საქმეს დაუყოვნებლივ მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებას წარუდგინოს გამოძიების დეტალები, დანაშაულის მოტივი და დადასტურების შემთხვევაში, გამოკვეთოს დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის რასობრივი, რელიგიური, ეროვნული და/ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი.

"30 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში, სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე, მოკლეს საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ვიტალი საფაროვი.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მკაცრი, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს დანაშაულზე, რომელიც სავარაუდოდ, ჩადენილია ნეონაცისტური ჯგუფის წევრების მიერ.

ვიტალი საფაროვის საქმე განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ იგი შესაძლოა იყოს ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი პირველი მკვლელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით, მიგვაჩნია, რომ საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს 109-ე მუხლით - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, საქმეს დაუყოვნებლივ მიანიჭოს სწორი კვალიფიკაცია, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებას წარუდგინოს გამოძიების დეტალები, დანაშაულის მოტივი და დადასტურების შემთხვევაში, გამოკვეთოს დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის რასობრივი, რელიგიური, ეროვნული და/ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი", - ნათქვამია განცხადებაში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%